შპს „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ინტელექტის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2510
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-12-26
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018345
შპს „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ინტელექტის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2510

2014 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

შპს „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ინტელექტის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

 „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ინტელექტი“ (ს/კ: 204521375) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ინტელექტს“ შორის 2007 წლის 8 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 2.1 მუხლის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისათვის ამავე ხელშეკრულების 4.4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოსგან.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია