საქართველოს მთავრობის
განკარგულება №254 9
2014 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აგვისტოს №1415 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აგვისტოს №1415 განკარგულებაში და განკარგულების „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საწვავი ყოველთვიურად –4500 ლიტრი;
ბ) ფიჭური სატელეფონო მომსახურების ხარჯი ყოველთვიურად – 1785 ლარი.“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი