„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 დეკემბრის №2357 განკარგულებში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2550
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-12-30
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018319
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 დეკემბრის №2357 განკარგულებში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2550

2014 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 დეკემბრის №2357 განკარგულებში ცვლილების შეტანის თაობაზე

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 დეკემბრის №2357 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101  მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ახალი წლის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2014-2015 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული ასიგნებებიდან, 1 177 665 (ერთი მილიონ ას სამოცდაჩვიდმეტი ათას ექვსას სამოცდახუთი) ლარის ფარგლებში.“.

 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია