საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 2414
2014 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
უკრაინიდან საქართველოს მოქალაქის , ალექსანდრე გრიგოლაშვილის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
ნება დაერთოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული ასიგნებებიდან მიმართოს 1365 (ათას სამას სამოცდახუთი) აშშ დოლარის ეკ ვივალენტი ლარი ალექსანდრე გრიგოლაშვილის უკრაინიდან საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი