საქართველოს მთავრობას, შპს „საგურამო ენერჯის“ და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2415
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-12-24
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018285
საქართველოს მთავრობას, შპს „საგურამო ენერჯის“ და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 2415

2014 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს  მთავრობას,  შპს  „საგურამო ენერჯის“  და   შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“  შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, შპს „საგურამო ენერჯის“ და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი .

2.  ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ურთიერთგაგების მემორანდუმს, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის  მინისტრმა, კახა კალაძემ .

პრემიერ-მინისტრი                      ი . ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია