საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 2420
2014 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევის განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
„ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიეცეს უფლება, „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმირების პროგრამის“ დამტკიცებამდე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად , განახორციელოს „შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევასთან“ დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმირების პროგრამისთვის“ (პროგრამული კოდი: 35 05) გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი