საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 2425
2014 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს 2014 წლის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №243 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს 2014 წლის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №243 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი