სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სამეცნიერო-საწარმოო კომპანია ელ-ეს-ჯი“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2513
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-12-26
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018282
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სამეცნიერო-საწარმოო კომპანია ელ-ეს-ჯი“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2 513

2014 წლის 2 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სამეცნიერო-საწარმოო კომპანია ელ-ეს-ჯი“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „ სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების დანართით წარმოდგენილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „სამეცნიერო-საწარმოო კომპანია ელ-ეს-ჯი“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი №205049543).

2. საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                   ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია