|
,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად: |
1.
2015 წლის 10 იანვარს ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო. |
2.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებები და სამართლებრივი შედეგები განისაზღვროს ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის შესაბამისად. |
3.
2015 წლის 10 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სამაშველო სამსახურის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 13 სექტემბრის №40 დადგენილება. |
4.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|