„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2997-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-12-26
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-12
სარეგისტრაციო კოდი
410000000.05.001.017602
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 40) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

   1. მე-2 მუხლის 37-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „37. გარემოზე ზემოქმედების ნებართვა – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, განუსაზღვრელი ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც გაიცემა საქმიანობის განმახორციელებელზე და საქმიანობის დაწყების სამართლებრივი საფუძველია.“.

  2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ზ) საქმიანობაზე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის პროცესში  ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედგენისას ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე საქმიანობის შესაძლო გავლენის გათვალისწინება.“.

  3. 41-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „დ) განმცხადებელს არ წარუდგენია საქმიანობაზე გარემოზე ზემოქმედების ნებართვა.“.

 

  მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 15 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

26 დეკემბერი 2014 წ.

N2997-რს

კრებსითი — სრული ვერსია