,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
37
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
2014-12-30
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-06
სარეგისტრაციო კოდი
450040000.32.057.016190
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №37

2014 წლის 30 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესა­ხებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლე­ბა­მოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტო­ნო­მიური რესპუბლიკის კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად:

1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვი­დ­რე­ობის საბჭოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუ­ბლიკის მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №18 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. შეიქმნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი (საბჭოს თავმჯდომარე);

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლებზე ნებართვების გაცემისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი;

დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე;

ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი;

ვ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე;

ზ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსი;

თ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი;

ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქთმშენებლობის დეპარტამენტის უფროსი.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე

კრებსითი — სრული ვერსია