საქართველოს კანონი
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 8) პირველი მუხლის „ე“–„კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სააპელაციო (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო) სასამართლოს თავმჯდომარე – 1800 ლარი;
ვ) სააპელაციო (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 1700 ლარი;
ზ) სააპელაციო (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო) სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე – 1650 ლარი;
თ) სააპელაციო (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო) სასამართლოს მოსამართლე – 1600 ლარი;
ი) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე – 1350 ლარი;
კ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, მაგისტრატი მოსამართლე – 1250 ლარი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 23 ივნისი.
№1743–რს