ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და თანამდებობათა დასახელებების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
20-86
მიმღები ორგანო
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-12-30
გამოქვეყნების თარიღი
2018-01-16
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.101.016083
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და თანამდებობათა დასახელებების დამტკიცების შესახებ
(ძალადაკარგულია 2018 წლის 22 თებერვლიდან - 16.01.18 №10-1)

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20-86

2014 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და თანამდებობათა დასახელებების დამტკიცების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილების, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: დამტკიცდეს:  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანდართული თანამდებობრივი სარგოები და თანამდებობათა დასახელებები (დანართი).
2. დადგენილება ძალაშია 2015 წლის  1  იანვრიდან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი



დანართი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და  მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები და თანამდებობათა დასახელებები

№

               თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი     სარგოები     (თანხა ლარებში)

1

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი

3 180

2

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი)

2 950

3

ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე

2 800

4

ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსი

2 650

5

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსი

2 600

6

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელი

2 600

7

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე

2 000

8

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე

2 000

9

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე

1 800

10

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე

1 800

11

ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებლის მოადგილე

1 800

12

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი საკრებულოში

1 700

13

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი

1700

14

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურის სამმართველოს უფროსი

1 700

15

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი

1700

16

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი

1700

17

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურის აპარატის უფროსი

1700

18

ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის განყოფილების უფროსი - გამგებლის წარმომადგენელი

1700

19

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის მოადგილე

1 650

20

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის აპარატის უფროსი

1600

21

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის განყოფილების უფროსი

1 600

22

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საქალაქო სამსახურის განყოფილების უფროსი

1 600

№

               თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი     სარგოები      (თანხა ლარებში)

23

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის განყოფილების  უფროსი

1600

24

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურის სამმართველოს განყოფილების უფროსი

1600

25

მთავარი ბუღალტერი

1 500

26

თანაშემწე

1 500

27

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის განყოფილების  უფროსის მოადგილე - გამგებლის წარმომადგენლის მოადგილე

1 500

28

მრჩეველი

1 300

29

მთავარი სპეციალისტი

1 300

30

წამყვანი სპეციალისტი

1 200

31

უფროსი სპეციალისტი

1100

32

სპეციალისტი

1 000

33

მძღოლი

1 000

34

არქივარიუსი

800

35

კურიერი

800

36

დაცვა

765

37

დამხმარე მოსამსახურე

500

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 თებერვლის დადგენილება №2-7 - ვებგვერდი, 06.02.2015 წ.

 



კრებსითი — სრული ვერსია