|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის “ბ“ პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მარკეტინგის თანდართული სტრატეგია. |
2.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ უზრუნველყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მარკეტინგის სტრატეგიის რეალიზაციისათვის გასატარებელი ღონისძიებების განხორციელება. |
3.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ თბილისის მარკეტინგის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2010 წლის 29 მარტის N3-19 გადაწყვეტილება. |
4.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|