|
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე -14 მუხლის საფუძველზე ,
ვბრძანებ :
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 7 ოქტომბრის ბრძანება №251 - ვებგვერდი, 10.10.2016წ. |
| მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ თანდართულ დანართებთან ერთად.
2. ამ ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით 2020 წლის 1 იანვრიდან იხელმძღვანელონ ცენტრალური ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებმა, ანგარიშგების თარიღის შემდგომი მაკორექტირებელი მოვლენების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგებისათვის. 3. კონტროლირებულმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა მაკონტროლებელს, მათ მიერ დადგენილ ვადებში წარუდგინონ 2019 წლის ფინანსური ანგარიშგება სახელმძღვანელოდ დამტკიცებული №1, №2, №3, №4, №5 ფორმებით და ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაცია (№1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13) დანართებით. 4. მხარჯავმა დაწესებულებებმა 2019 წლის ფინანსური ანგარიშგება სახელმძღვანელოდ დამტკიცებული №1, №2, №3, №4, №5 ფორმებით ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაციასთან (დანართი №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13) ერთად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს წარუდგინონ 2020 წლის 1 აპრილამდე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 აპრილის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 20.04.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 19 აპრილის ბრძანება №135 - ვებგვერდი, 21.04.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 15 მაისის ბრძანება №186 - ვებგვერდი, 21.05.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 20 თებერვლის ბრძანება №48 - ვებგვერდი, 25.02.2020წ.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. |
|