„სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ მოდიფიცირებული საკასო მეთოდით ფინანსური ანგარიშგების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 8 აპრილის N97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
428
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2014-12-31
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-31
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.033.016712
„სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ მოდიფიცირებული საკასო მეთოდით ფინანსური ანგარიშგების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 8 აპრილის N97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №428

2014 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ მოდიფიცირებული საკასო მეთოდით ფინანსური ანგარიშგების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 8 აპრილის №97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ მოდიფიცირებული საკასო მეთოდით ფინანსური ანგარიშგების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს  ფინანსთა  მინისტრის  2013  წლის  8  აპრილის  N97  ბრძანებაში  (www.matsne.gov.ge 10/04/2013 190040000.22.033.016523) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ მოდიფიცირებული საკასო მეთოდით ფინანსური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“.

2. პირველი მუხლი და ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ მოდიფიცირებული საკასო მეთოდით ფინანსური ანგარიშგების შედგენის წესი“ ამოღებულ იქნეს. 
3. პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს 11 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11.

დამტკიცდეს „სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ მოდიფიცირებული საკასო მეთოდით ფინანსური ანგარიშგების ფორმები“ თანდართულ დანართებთან ერთად.

4. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2.

ამ ბრძანებით განსაზღვრული ფორმებით განხორციელდეს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ 2014 წლის წლიური ფინანსური ანგარიშგების შედგენა.“.

5. 5. მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს მე-3 მუხლი შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 3.

ამ ბრძანების შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა მხარჯავმა დაწესებულებებმა ნაერთი 2014 წლის წლიური ფინანსური ანგარიშგებები წარუდგინონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს მომდევნო წლის არაუგვიანეს 1 აპრილისა, ხოლო ამავე ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა ორგანიზაციებმა და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა - ზემდგომ ორგანოებს, მათ მიერ დადგენილ ვადებში.“.

მუხლი 2
 ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური

კრებსითი — სრული ვერსია