გაუდაბნოებასთან ბრძოლის მოქმედებათა მეორე ეროვნული პროგრამის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
742
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-31
სარეგისტრაციო კოდი
360160000.10.003.018374
გაუდაბნოებასთან ბრძოლის მოქმედებათა მეორე ეროვნული პროგრამის დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №742

2014 წლის 29 დეკემბერი

ქ.თბილისი

 

გაუდაბნოებასთან ბრძოლის მოქმედებათა მეორე ეროვნული პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ს“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. „გაუდაბნოებასთან ბრძოლის შესახებ“ გაეროს კონვენციის რატიფიცირების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 23 ივ­ნისის დადგენილებით რა­ტიფიცირებული „გაუდაბნოებასთან ბრძოლის შესახებ“ კონვენციის მო­თ­­ხოვნათა შესრულების მიზნით, დამტკიცდეს თანდართული „გაუდაბ­ნოებასთან ბრძოლის მოქმედებათა მეორე ეროვ­ნული პროგრამა“.

2. „გაუდაბნოებასთან ბრძოლის მოქმედებათა მეორე ეროვნული პროგრამით“ გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულების კოორდი­ნაცია განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსე­ბის დაცვის სამინისტრომ.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია