„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №6 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 13/05/2013, 360160000.22.023.016131) დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც იმავდროულად არის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) პირველი მოადგილე. დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. |