ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 ნოემბრის N49 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
58
მიმღები ორგანო
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-31
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.176.016058
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 ნოემბრის N49 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №58

2014 წლის 29 დეკემბერი

ქ. თელავი

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 ნოემბრის N49 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო

კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“

ცვლილების შეტანის თაობაზე


  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის და საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 132-ე მუხლის თანახმად, ქალაქ თელავის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის N49 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“.
1.   დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4-ე მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,საკრებულო უფლებამოსილია კომისიის თავმჯდომარედ დანიშნოს, როგორც წესი: საკრებულოს თავმჯდომარე, მერი ან მათი მოადგილეები.


მუხლი 2
 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ თხლაშიძე

კრებსითი — სრული ვერსია