საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №246
1997 წლის 13 მაისი
ქ. თბილისი
ლ. ჩარკვიანის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული მეცნიერული და პრაქტიკული გინეკოლოგიური ონკოლოგიის სკოლის განვითარებისათვის, ავადმყოფთა მკურნალობისა და პროფილაქტიკის ოპტიმალური დარგების შემუშავებისა და დანერგვის საქმეში დიდი დამსახურებისათვის საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პროფესორ ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ლევან ჩარკვიანი დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე