„საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
731
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-12-26
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-31
სარეგისტრაციო კოდი
310150000.10.003.018350
„საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №731

2014 წლის 26 დეკემბერი

ქ.თბილისი

 

„საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში (სსმ,  31/12/2004 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.   დადგენილების მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) 2014 წლის 1 იანვრიდან- 2015 წლის 1 იანვრამდე:

დ.ა) ტყვიის შემცველობა – არა უმეტეს 0.005 გ/ლ;

დ.ბ) ბენზოლის მოცულობითი წილი – არა უმეტეს 3 %;

დ.გ) არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არა უმეტეს 42%;

დ.დ) გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 150 მგ/კგ;“.

2. დადგენილების მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

,,ე) 2015 წლის 1 იანვრიდან - 2017 წლის 1 იანვრამდე:

ე.ა) ტყვიის შემცველობა – არა უმეტეს 0.005 გ/ლ;

ე.ბ) ბენზოლის მოცულობითი წილი – არა უმეტეს 3 %;

ე.გ) არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არა უმეტეს 42%;

ე.დ) გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 50 მგ/კგ;

ვ) 2017 წლის 1 იანვრიდან:

ვ.ა) ტყვიის შემცველობა – არა უმეტეს 0.005 გ/ლ;

ვ.ბ) ბენზოლის მოცულობითი წილი – არა უმეტეს 3 %;

ვ.გ) არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არა უმეტეს 42%;

ვ.დ) გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 10 მგ/კგ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  2015 წლის პირველი იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია