საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება #244
1997 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
ა. ჯავახიშვილის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
არქეოლოგიური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ქართული უძველესი კულტურის შესწავლისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში დიდი დამსახურებისა და ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექციის მრჩეველი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე ალექსანდრე ჯავახიშვილი დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე.შევარდნაძე