„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №253 ბრძანებით (ვებგვერდი, 110427027, 27.04.2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.016177) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №390 დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:“.
|