„საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3168
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-05-25
სარეგისტრაციო კოდი
010.110.010.05.001.002.284
„საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

 „საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 01.11.2001, მუხ. 122) მე-7 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს საგარეო საქმეთა, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები, სხვა სამინისტროები და უწყებები უზრუნველყოფენ მათ სისტემაში მყოფი მოსახლეობის (სამხედრო მოსამსახურეთა, მოსახლეობის სხვა სპეცკონტინგენტების, დახურულ ტერიტორიაზე და სოციალური და სამედიცინო დანიშნულების დაწესებულებებში მცხოვრებთა) ამ კანონით დადგენილი წესით აღწერის დროულობასა და ხარისხს.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

 

თბილისი,

2006 წლის 25 მაისი.

№3168–Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია