|
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადგილზე შემოწმების ოქმის ფორმების დამტკიცების შესახებ
|
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტების, 25-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და VII თავის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლისა და მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №1) |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ადგილზე შემოწმების ოქმის ფორმა (დანართი №2). |
| მუხლი 3 |
მკაცრი აღრიცხვის ფორმების - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადგილზე შემოწმების ოქმის ბეჭდვა განხორციელდეს დამცავი მექანიზმების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადგილზე შემოწმების ოქმის ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგება განხორციელდეს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 25 ნოემბრის №19 ბრძანების შესაბამისად. |
| მუხლი 5 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|