„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3165
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-05-25
გამოქვეყნების თარიღი
2006-06-01
სარეგისტრაციო კოდი
100.090.000.05.001.002.281
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„პატიმრობის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38(45), 1999 წელი, მუხ. 182) 96-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 96. უშიშროების დამატებითი ღონისძიებების გეგმა

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მასობრივი არეულობებისას და ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას სასჯელაღსრულების დეპარტამენტი თავდასხმის, გაქცევისა და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთის მიზნით შეიმუშავებს უშიშროების დამატებითი ღონისძიებების გეგმას, რომელსაც ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

    მუხლი 2.

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 25 მაისი.

№3165–Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია