„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
709
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-12-25
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-29
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.018329
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №709

2014 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“  2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №116 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/01/2014, 470230000.-10.003.017735) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“  2014 წლის სახელმწიფო პროგრამის“ მე-3 მუხლის:

1. მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული სამუშაოებისათვის ამ პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ცხრილის მე-7 და მე-19 პუნქტებით განსაზღვრული თანხების   კომპანიის, მე-18 პუნქტით განსაზღვრული თანხის შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს“, 21-ე პუნქტით განსაზღვრული თანხის შპს „აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს“ და 22-ე პუნქტით განსაზღვრული თანხის შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ ანგარიშებზე მიმართვა;“.

2. მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს“ (შემდგომში - საავადმყოფო) კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია