„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3162
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-05-25
გამოქვეყნების თარიღი
2006-06-01
სარეგისტრაციო კოდი
430.000.000.05.001.002.278
„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 58) მე-7 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. მაღალმთიან რეგიონებში საბაზო და საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სამხედრო მომზადების გაკვეთილები ტარდება მეშვიდე კლასიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული და საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან შეთანხმებული საგანმანათლებლო პროგრამით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი       მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 25 მაისი.

№3162–Iს

კრებსითი — სრული ვერსია