ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
63
მიმღები ორგანო
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-12-26
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-29
სარეგისტრაციო კოდი
040110030.35.158.016208
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის დამტკიცების შესახებ
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №63

2014 წლის 26 დეკემბერი

ქ. ბოლნისი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული  ”მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების” მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების  საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა,  დანართი №1-ის მიხედვით.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №4 დადგენილება (ვებგვერდი, 11/01/2011, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 040110030.35.158.016012).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი

კრებსითი — სრული ვერსია