„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, 06/02/2012, 040030000.15.008.016025) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ცესკოს თანხმობით სწავლების ცენტრის დირექტორი ბრძანებით განსაზღვრავს სწავლების ცენტრის ბიუჯეტს, საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს. ცესკოს თანხმობა მიიღება ცესკოს განკარგულებით.”.
2. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;”.
|