„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 აგვისტოს №1480 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2380
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-12-19
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018263
„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 აგვისტოს №1480 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2380

2014 წლის 19 დეკემბერი

 ქ. თბილისი

 „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 აგვისტოს №1480 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორ­ციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 აგვისტოს №1480 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტმა, 520 200 (ხუთას ოცი ათას ორასი) ლარით, სოფელ ქვიშხეთში, ცუცქირიძეების უბანში ხიდისა და სოფელ ბულბულისციხეში სკოლასთან არსებული ხიდის მოწყობასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები და 554 073.18 (ხუთას ორმოცდათოთხმეტი ათას სამოცდაცამეტი ლარი და თვრამეტი თეთრი) ლარით, სოფელ ქვიშხეთში, მდინარე შოლას მონაკვეთებზე გაბიონის კედლის ნაპირსამაგრების მოწყობასთან, ბეტონის საყრდენი კედლების მოწყობასთან, სოფელ ქვიშხეთში, სანიაღვრე არხების რეაბილიტაციასთან, მილხიდებისა და ხიდების რეაბილიტაციასთან, სოფელ ქვიშხეთში, მდინარე შოლას კალაპოტის მოწესრიგებასთან, სოფელ ბულბულისციხის მონასტრისა და ბეღლეთის გზების მოწესრიგებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“;

ბ)მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტმა, 8258.82 (რვა ათას ორას ორმოცდათვრამეტი ლარი და ოთხმოცდაორი თეთრი) ლარით, ვანის მუნიციპალიტეტმა, 880 716 (რვაას ოთხმოცი ათას შვიდას თექვსმეტი) ლარით, დუშეთის მუნიციპალიტეტმა, 360 065 (სამას სამოცი ათას სამოცდახუთი) ლარით, საჩხერის მუნიციპალიტეტმა, 353 904 (სამას ორმოცდაცამეტი ათას ცხრაას ოთხი) ლარით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა, 309 640 (სამას ცხრა ათას ექვსას ორმოცი) ლარით, ლენტეხის მუნიციპალიტეტმა, 82 944 (ოთხმოცდაორი ათას ცხრაას ორმოცდაოთხი) ლარით და მარტვილის მუნიციპალიტეტმა, 9 000 (ცხრა ათასი) ლარით ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.“.

 

    პრემიერ-მინისტრი                              ირაკლი ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია