|
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №10 დადგენილებით დამტკიცებულ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში“ (www.matsne.gov.ge; 07.08.2014წ; სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.117.016188) შევიდეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფის - განყოფილებისა და სამსახურის მოხელეებისაგან.“; |
ბ)
მე-5 მუხლი ამოღებული იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. |
|