„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2982-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-12-25
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-30
სარეგისტრაციო კოდი
370020000.05.001.017589
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №43, 30.10.1997, გვ. 11) 151 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 151. გარდამავალი დებულება

  2015 წლის 1 ივლისამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისათვის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა დასაშვებია, თუ ეს განპირობებულია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით. სააგენტოს მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას აფასებს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

25 დეკემბერი 2014 წ.

N2982-რს

კრებსითი — სრული ვერსია