2015 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
135
მიმღები ორგანო
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-12-26
გამოქვეყნების თარიღი
2015-12-18
სარეგისტრაციო კოდი
300320000.22.025.016164
2015 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ
(ძალადაკარგულია - 18.12.2015, №112)

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №135

2014 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

2015 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „2015 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსი”. 

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2015 წლის 24 თებერვლის ბრძანება  N15 - ვებგვერდი, 26.02.2015წ.

 

2. ბუნებრივი გაზის სექტორის მდგრადობის, სტაბილურობისა და საიმედო ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიანტი უფლებამოსილია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ბუნებრივი გაზის ბალანსით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის იმპორტის საერთო მოცულობის ფარგლებში, მომწოდებელი ქვეყნის მიხედვით წყაროების ჩანაცვლების შესახებ. 
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. 
4. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „2014 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 26 დეკემბრის №176 ბრძანება. 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე

კრებსითი — სრული ვერსია