მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2307
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-12-12
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018206
მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 2307

2014 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101   მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის № 34 განკარგულების შესაბამისად, მიეცეთ უფლება ახმეტის მუნიციპალიტეტს - პანკისის ხეობაში, მდ. ალაზანზე, ნაპირდამცავი ქვის ჯებირების მოწყობისა და სოფელ დუისის სპორტდარბაზის შენობის რეაბილიტაციისათვის; თელავის მუნიციპალიტეტს - სოფ. იყალთოს ცენტრში სკვერის მოწყობისათვის; დუშეთის მუნიციპალიტეტს - ქ. დუშეთში, ყოფილი სამუსიკო სკოლის სარემონტო სამუშაოებისათვის; მცხეთის მუნიციპალიტეტს - სოფელ ქანდაში, სასმელი წყლის ჭაბურღილის და რეზერვუარის მოწყობისა და სოფ. მამკოდაში (ხოდაბუნების დასახლებაში), სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისათვის; ყაზბეგის მუნიციპალიტეტს - დაბა სტეფანწმინდაში, კულტურის სახლის მშენებლობისა და სოფელ სნოში, საბავშვო ბაღის ინვენტარით აღჭურვისათვის; ცაგერის მუნიციპალიტეტს - ქ. ცაგერში, კეჭნარის ღელის რეაბილიტაციისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს - სოფელ მუხათში (ფაბრიკის დასახლება), საკანალიზაციო სისტემის სამშენებლო სამუშაოებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                          ი . ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია