„საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3153
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-05-25
გამოქვეყნების თარიღი
2006-06-01
სარეგისტრაციო კოდი
120.090.000.05.001.002.269
„საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს  კანონი

„საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 20.12.2005, მუხ. 358) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა – 26 000 (ოცდაექვსი ათასი) კაცი თანდართული მონაცემების შესაბამისად.“.

2. საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის 2006 წლის თანდართული მონაცემები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მონაცემები

საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის შესახებ 2006 წელს

სამინისტროს დასახელება

პირადი შემადგენლობის რაოდენობა 2006 წელს

საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა სულ

26000

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

26000

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 25 მაისი.

№3153–Iს

კრებსითი — სრული ვერსია