საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 2296
2014 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად , ხელი მოეწეროს „საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი