ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამა „კორპუსის“ განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
62
მიმღები ორგანო
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-12-24
გამოქვეყნების თარიღი
2018-02-28
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.123.016272
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამა „კორპუსის“ განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
(ძალადაკარგულია - 28.02.2018, №41)

ქალაქი ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №62

2014 წლის 24 დეკემბერი

ქ. ქუთაისი

 

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამა „კორპუსის“ განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამა „კორპუსის“ განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი №1 დანართის შესაბამისად.

                                                                                                                 /დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის/

მუხლი 2
დამტკიცდეს პროგრამა „კორპუსით“ განსაზღვრული ღონისძიებების თანადაფინანსების პროცენტული ოდენობა №2 დანართის შესაბამისად.

/დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის/

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელირამაზ ჩხიკვაძე



დანართი №1

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის დადგენილება №124 – ვებგვერდი, 03.02.2016წ.

 

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამა „კორპუსის“ განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი


ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო ქონების განვითარების ხელშეწყობისათვის, პროგრამა „კორპუსით“ დაგეგმილი ღონისძიებების განსახორციელებლად, აუცილებელია არსებობდეს ამ მიზნით გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და თანადაფინანსების წესი, რომლითაც ადგილობრივი თვითმმართველობა, კანონით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს ამხანაგობების საერთო ქონების განვითარებისათვის, მათ მონაწილეობას თანადაფინანსების პროგრამებში.

მუხლი 1

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისადმი , პროგრამა „ კორპუსში “ მონაწილეობის მიზნით , განცხადებით მიმართვის უფლება აქვს , ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურში ( შემდგომში „ სამსახური “) აღრიცხვაზე მყოფ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას ( შემდგომში „ ამხანაგობა “).

მუხლი 2

 

ამხანაგობამ სამსახურში აღრიცხვაზე დადგომისას უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები :

1. ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი ;

2. ამხანაგობის ნოტარიულად დამოწმებული წესდება , ასეთის არსებობის შემთხვევაში ;

3. ამხანაგობის წევრთა სრული სია სახელის , გვარის , ბინისა და ტელეფონის ნომრების მითითებით ;

4. ამ მუხლის 1- ლ პუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ამხანაგობის წევრთა   ხელმოწერები , წევრთა სახელის , გვარისა და პირადი ნომრების მითითებით ;

5. წევრთა ცვლილების შემთხვევაში , ამხანაგობის წევრთა სია , სახელის , გვარის , ბინისა და ტელეფონის ნომრების მითითებით ;

6. ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში , ამხანაგობასა და მოწვეულ მმართველს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმებული დედანი / ასლი ;

7. საჯარო რეესტრის ამონაწერი , რომელიც ადასტურებს ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ , იმ მრავალბინიან სახლში ბინის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტს , რომელშიც აირჩიეს თავმჯდომარედ ;

8. ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში , იმ ბინის მესაკუთრის საჯარო რეესტრის ამონაწერი , რომელმაც ამხანაგობის სახელით , ხელშეკრულება გაუფორმა მოწვეულ მმართველს ;

9. ამხანაგობის თავმჯდომარის ცვლილების შემთხვევაში , ამ მუხლის მე -6, მე -7 და მე -8 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები ;

10. სხვა დოკუმენტაცია , რომელიც ადასტურებს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ( ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობა , რომლის საფუძველზეც მოხდა ამხანაგობის აღრიცხვა და / ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა ) არსებული მონაცემების ცვლილებას .

11. სამსახური , საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად , განიხილავს ამ მუხლის 1- ლი - მე -10 პუნქტებით გათვალისწინებულ წარმოდგენილ დოკუმენტებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ამხანაგობის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის ან ცვლილებების შეტანაზე უარის თქმის შესახებ .

12. ამხანაგობის აღრიცხვაზე და აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლებს წარმოადგენს :

ა ) წინამდებარე წესის მე -2 მუხლის 1- ლი – მე -10 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების სამსახურში წარუდგენლობა , ან წარმოდგენილ დოკუმენტებში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითება , რომელიც გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ამხანაგობის აღრიცხვას ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებას ;

ბ ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში .

მუხლი 3

 

ამხანაგობა აღრიცხვიდან მოიხსნება :

1. სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითების შემთხვევაში , რომელიც გამორიცხავს ამხანაგობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას ;

2. სასამართლოს მიერ ამხანაგობის იმ კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში , რომლის საფუძველზეც განხორციელდა ამხანაგობის აღრიცხვა ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა ;

3. სხვა ამხანაგობასთან გაერთიანების შემთხვევაში ;

4. „ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ “ საქართველოს კანონის 24- ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამხანაგობის ლიკვიდაციის შემთხვევაში ;

5. კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში .

მუხლი 4

 

სამსახურის მიერ დაგეგმილ , ამხანაგობების ხელშემწყობ პროგრამაში   მონაწილეობის თაობაზე , ამხანაგობებმა განცხადება   უნდა წარადგინონ   ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში , რომელიც   უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო მონაცემებს :

1. თავფურცელს , რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია განმცხადებელი ამხანაგობის შესახებ ;

2. პრობლემის არსს , რომლის გადაჭრისკენაც არის მიმართული ამხანაგობის განცხადება ;

3. საპროექტო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ შესასრულებელი სამუშაოების საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას ;

4.   ამხანაგობის თავმჯდომარის ხელმოწერას , ბეჭედს , ამხანაგობის წევრთა არანაკლებ 2/3- ის   ხელმოწერებს ( მათ საკონტაქტო ტელეფონების ნომრებს ) თანადაფინანსების პროგრამაში , არსებული საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად მონაწილეობის მიღებაზე თანხმობის გამოცხადების შესახებ . იმ შემთხვევაში თუ პროგრამაში მონაწილეობენ მხოლოდ ერთეული სადარბაზოს მობინადრეები , კონკრეტულ სადარბაზოში მცხოვრები ბინის მესაკუთრეთა ხელმოწერებს ( მათ საკონტაქტო ტელეფონების ნომრებს ).

მუხლი 5

 

პროგრამა „ კორპუსით “ გათვალისწინებული ღონისძიებების თანადაფინანსება ხორციელდება შემდეგი წესით :

1. მრავალბინიანი , ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლების ამხანაგობებისათვის გადასახური ჰიდროსაიზოლაციო   მასალის მინაქსოვილზე ნაფხვენით , მოთუთიებული გოფრირებული და მოთუთიებული ფურცლოვანი თუნუქის შეძენასა და გადაცემას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია , გადახურვის სამუშაოებს ასრულებს ამხანაგობა , რომელმაც , გადაცემული გადასახური მასალით საცხოვრებელი სახლის გადახურვა უნდა განახორციელოს მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუმეტეს , 8 თვის განმავლობაში . იმ შემთხვევაში , თუ ამხანაგობა ამ ვადაში ვერ უზრუნველყოფს გადასახური მასალის გამოყენებას მიზნობრივად , ამხანაგობის თავმჯდომარე ან მის მიერ მინდობილი პირი ვალდებულია გადაცემული გადასახური მასალა დააბრუნოს საკუთარი ხარჯებით , რომლის შემდგომაც განხორციელდება საგარანტიო თანხების დაბრუნება .

2. ამხანაგობები, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს საცხოვრებელი კორპუსის ავარიული სახურავის შესაკეთებლად გადასახური მასალის გადაცემაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს საპროექტო ორგანიზაციის მიერ დამზადებული ხარჯთაღრიცხვა /გადასახური ჰიდროსაიზოლაციო მასალა მინაქსოვილზე ნაფხვენით, მოთუთიებული გოფრირებული და ფურცლოვანი თუნუქის რაოდენობა და განფასება/ და ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული ღირებულების პროცენტული ოდენობის დამადასტურებელი საბანკო გარანტია /საგარანტიო უზრუნველყოფის ფორმა – ორიგინალი/. ექვსსართულიანი და ექვსსართულიანზე დაბალი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები წარმოადგენენ სახარჯთაღრიცხვო თანხის 30%-ის, ხოლო ექვსსართულიანზე მაღალი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ამხანაგობები კი – 50%-ის გადახდის დამადასტურებელ საბანკო გარანტიებს, აღნიშნული საბანკო გარანტია ამხანაგობებს დაუბრუნდებათ ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული გადასახური მასალის სრულად და მიზნობრივად გამოყენების შესახებ, მინდობილი პირის მიერ, მერიის შესაბამის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – სამსახურში განცხადების წარმოდგენის შემდეგ, 7 სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო იმ საცხოვრებელი სახლების გადახურვის, რომელთა ბოლო სართულებზე ცენტრალური ხელისუფლების თუ ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განხორციელდა, ან განხორციელდება დაშენებისა და გადახურვის სამუშაოები და წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებას, სახურავის დაზიანების შემთხვევაში სრულ რეაბილიტაციას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ერთჯერადად.

3. საბანკო მომსახურების თანხებს ანაზღაურებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ;

4. პროგრამა „კორპუსით“ განსაზღვრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების, საექსპერტო და ლაბორატორიული დასკვნების (აუცილებლობის შემთხვევაში) მომზადება და საინფორმაციო მასალების (აუცილებლობის შემთხვევაში) დამზადება სამსახურმა უნდა უზრუნველყოს 100%-იანი დაფინანსებით.

5. პროგრამა „ კორპუსით “ განსაზღვრული სხვა დანარჩენი ღონისძიებების თანადაფინანსების პროცენტული ოდენობა განისაზღვრება წინამდებარე დადგენილების №2 დანართის შესაბამისად .

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 თებერვლის დადგენილება №128 – ვებგვერდი, 26.02.2016წ.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 მარტის დადგენილება №161 – ვებგვერდი, 31.03.2017წ.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №187 – ვებგვერდი, 15.08.2017წ.

მუხლი 6

 

სამსახური , საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით , აღრიცხავს და განიხილავს ამხანაგობის მიერ შემოტანილი განცხადების შესაბამისობას ამ წესით დადგენილ პირობებთან .

მუხლი 7

 

სამსახურმა 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ .

მუხლი 8

 

სამსახურის მიერ, თანადაფინანსებაზე თანხმობის მიცემის შემდეგ, ამხანაგობის თავმჯდომარე ან მის მიერ მინდობილი პირი ვალდებულია, სამსახურის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში,  წარმოადგინოს პროექტით გათვალისწინებული სავალდებულო თანადაფინანსების პროცენტული წილის გადახდის საბანკო ქვითარი. ქალაქ ქუთაისში მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ, პროგრამა „კორპუსის“ ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებებით სარგებლობისას, თანადაფინანსების მიზნით წარმოდგენილი მოთხოვნის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ამხანაგობის წილის თანადაფინანსების თაობაზე, ადმინისტრაციული დაპირების მიღების მიზნით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 მარტის დადგენილება №161 – ვებგვერდი, 31.03.2017წ.

მუხლი 9

 

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი, დადებითად გადაწყვეტილი განცხადებების, შუამდგომლობების, აგრეთვე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე შედგენილი ღონისძიებათა ნუსხა წარედგინება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს დასამტკიცებლად.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 მარტის დადგენილება №161 – ვებგვერდი, 31.03.2017წ.

მუხლი 10

 

განცხადება არ დაკმაყოფილდება თუ :

ა ) ჩასატარებელი სამუშაოების მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე , მისი დაფინანსება მიზანშეუწონელია ;

ბ ) წარმოდგენილი პროექტი შედგენილია დარღვევით ;

გ ) გარდა გარკვეული შემთხვევებისა , განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ღონისძიების თანადაფინანსების პროექტი განხორციელებულია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში .


 დანართი №2

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის დადგენილება №124 – ვებგვერდი, 03.02.2016წ.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 მარტის დადგენილება №131 - ვებგვერდი, 04.04.2016წ.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 აპრილის დადგენილება №135 - ვებგვერდი, 03.05.2016წ.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 მაისის დადგენილება №138 - ვებგვერდი, 27.05.2016წ.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 მარტის დადგენილება №161 – ვებგვერდი, 31.03.2017წ.

 

პროგრამა „კორპუსით“ განსაზღვრული ღონისძიებების
თანადაფინანსების პროცენტული ოდენობა

№

ღონისძიების დასახელება

თანადაფინანსების   წილი %

მერიის   წილი %

ამხანაგობის წილი %

1.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა, რომელიც გულისხმობს: ეზოს მოპირკეთებას ბეტონის, ასფალტ ბეტონისა და დაწნეხილი ფილების გამოყენებით (საჭიროების შემთხვევაში ღია ან დახურული სანიაღვრე არხების მოწყობა), მოთხოვნის შემთხვევაში ფანჩატურის, საბავშვო ატრაქციონის (მოედნით), საბაღე ძელსკამების, მცირე ზომის სანაგვე ურნებისა და მარტივი ტიპის ტრენაჟორების მოწყობას

90/10

90

10

2.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების რეაბილიტაცია

3.

სადარბაზოების შესასვლელებში რკინის, საკეტიანი კარებების მონტაჟი. სურვილის შემთხვევაში, აუცილებლობის დროს პანდუსების მოწყობა, სადარბაზოს კარებამდე მისასვლელი კიბეებისა და ამორტიზებული ხის კიბეების კონსტრუქციის სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია, შესასვლელის გადახურვის კონსტრუქციისა და ბაქანის რეაბილიტაცია, მეტალოპლასტმასის ფანჯრების ჩასმა, სენსორული განათებების მოწყობა და სადარბაზოებში არსებული წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია

4.

საცხოვრებელი სახლებისათვის დაზიანებული წყალკანალიზაციის კომუნიკაციების აღდგენა

5.

პარაპეტების და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია

6.

ატრაქციონების, ძელსკამების, მცირე მოცულობის სანაგვე ურნების შეძენა-მონტაჟი, დასასვენებელი ფანჩატურის მოწყობა  ძელსკამებითა და მაგიდით და მარტივი ტიპის სტაციონარული ტურნიკეტის შეძენა-მონტაჟი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის

80/20

80

20

 


კრებსითი — სრული ვერსია