საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს 20014 წლის ანგარიში

დოკუმენტის ტიპი
საჯარო დაწესებულების ანგარიში
დოკუმენტის ნომერი
0
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო
მიღების თარიღი
2014-12-10
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-26
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს 20014 წლის ანგარიში

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ანგარიში

N

ადრესატი

თარიღი

ნომერი

               მოთხოვნის  შინაარსი

შედეგი

1.        

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

12.11.14

Nგ-04/536.14

ინფორმაცია, საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენილია თუ არა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის განმსაზღვრელი დოკუმენტი;

 

შემუშავებული დოკუმენტები განსახილველად დაეგზავნათ ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს. აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის შენიშვნების წარმოდგენისთანავე პროექტები გადაეგზავნება საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად.

2.        

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

10.11.14

 

N 03-2335

ინფორმაცია, მუშაობენ ან მუშაობდნენ თუ არა წერილში ქვემოთ ჩამოთვლილი პირები (19 პირი). მათი პოზიციების და ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის დაწყების მითითებით.

ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის  არქივში წერილში მითითებულ პირებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ იძებნება. შესაბამისად, აღნიშნულ პირებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში არასოდეს უმუშავიათ.

3.        

შპს „ჩოხატაურის მაცნე“ მედია სახლი „guria NEWS“

10.10.14

 

N

 

ინფორმაცია, ვინ წარმოადგენდა საქართველოს დელეგაციას 2012 წლის 11 ოქტომბერს, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის შეხვედრაზე. ასევე, არსებობს თუ არა ამ  დისკუსიების ფორმატის შეხვედრის სინქრონული ჩანაწერი და თუ არსებობს, ითხოვენ ჩანაწერის ასლის  მიწოდებას საიდუმლო ნაწილების დაშიფრვით.

საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე. შესაბამისად, ინფორმაციის მიღების მიზნით, გთხოვთ, მიმართოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

4.        

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

18.07.14

 

NOPD07/14-006

1.საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები 2008-2013.

2. .საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და უცხოური ქვეყნების (გარდა აშშ სი) ლობისტურ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები 2008-2013 წწ.

საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად , რადგან აღნიშნულ დოკუმენტს მინიჭებული აქვს საიდუმლო გრიფი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის  მიერ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა დაუშვებელია. რაც შეეხება ,ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატსა  და  უცხოელ კონსულტანტებს შორის  2009-2010 წწ-ში დადებულ 5 ხელშკრულებას, აღნიშნული ხელშეკრულებების ელექტრონული ვერსია განთავსებული ამერიკის შერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის და „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ ვებგვერდებზე.

5.        

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

07.03.14

NOPD03/14-011

შემდეგი ინფორმაცია:  2012 წლის საშტატო ნუსხა; 2013 წელს თანამდებობის პირებზე დარიცხული პრემიებისა და სახელფასო დანამატების; თანამშრომლებზე დარიცხული პრემიებისა და დანამატების ნუსხა; 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში; ხელმძღვანელებისა და მისი მოადგილეების უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ქსეროასლები; 2013 წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები; 2013 წელს თანამდებობის პირების მიერ ე.წ.“როუმინგულ“ მომსახურებაზე მომსახურებაზე გაწეული ხარჯები; 2013 წელს თანამდებობის პირების ქვეყნის გარეთ განხორციელებული ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯები; 2013 წელს საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შესახებ; 2013 წლის გადაუდებლობით განხორციელებული შესყიდვების სია თანხების მითითებით; ბალანსზე რიცხული ავტომობილების ჩამონათვალი.

      გაიგზავნა საჯარო ინფორმაცია

6.        

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

26.11.14

Nგ-04/541.14

 

ინფორმაცია, 2010 წლის 1 იანვრიდან დღემდე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ რამდენი რამდენი საიდუმლო შესყიდვა განხორციელდა და რა თანხა იქნა გადახდილი აღნიშნულ შესყიდვებში.

ინფორმაცია საქართველოს „ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის “ მე -3 თავის 28- ე მუხლის პირველი პუნქტის , ამავე კოდექსის 274- ე მუხლის , „ სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ “ საქართველოს კანონის 23- ე მუხლის მე -5 პუნქტისა და ამავე მუხლის მე -7 პუნქტის შესაბამისად , საიდუმლო ინფორმაციის გაცემის დაუშვებლობის შესახებ ; ინფორმაცია საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ განცხადებაში მითითებულ პერიოდში განხორციელებული საიდუმლო შესყიდვების რაოდენობის შესახებ ; ინფორმაცია 2010-11 წლებში დადებულ განსაიდუმლოებულ შესყიდვებში გადახდილი თანხის ოდენობის შესახებ წლების მიხედვით ; ინფორმაცია 2012-2014 წლებში საბჭოს აპარატის მიერ საიდუმლო შესყიდვებში გადახდილი თანხის შესახებ წლების მიხედვით .

 

 

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი 

ქ. პაპუნაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია