„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3149
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-05-25
გამოქვეყნების თარიღი
2006-06-01
სარეგისტრაციო კოდი
120.000.000.05.001.002.265
„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სამხედრო ძალები შედგება საქართველოს შეიარაღებული ძალებისაგან, ხოლო საომარი მდგომარეობის დროს – აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისაგან – საქართველოს სასაზღვრო პოლიციისაგან.“.

2. მე-9 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საომარი მდგომარეობის გამოცხადების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია გადადის საქართველოს სამხედრო ძალების შემადგენლობაში.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 25 მაისი.

№3149–Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია