|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი-მე-2 პუნქტის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის“ საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის თანდართული წესი დანართი №1- ის თანახმად. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს ერედვის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 19 დეკემბრის №33 დადგენილება ,,ერედვის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი №1
|
ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური
დახმარების გაცემის წესი |
ეს წესი განსაზღვრავს ერედვის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს. |
თავი I
სოციალურის დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია |
მუხლი 1.
ახალშობილთა ოჯახების დახმარება |
1. ერთჯერად 200 ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში და რომელთაც შეეძინათ ახალშობილი, თითოეულ შეძენილ ახალშობილზე.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ქორწინების მოწმობის ასლი (მშობლების ქორწინების არსებობის შემთხვევაში); დ) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი; ე) მშობლ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლი; ვ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ; ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. |
მუხლი 2.
მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება |
1. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული პირების გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; ე) რწმუნებული ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ; ვ) გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ასლი; ზ) გარდაცვლილის დევნილობის მოწმობის ასლი. 3. თანხა გაიცემა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 მაისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 19.05.2015წ. |
მუხლი 3.
კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებული პირთა დახმარება |
1. ზამთრის სეზონისათვის ერთჯერად, კომპაქტურ ჩასახლებებში (სოფლებში: მეტეხი, საქაშეთი, მცხეთა – წინამძღვრიაანთ კარი (ყოფილი ტელევიზია), სოფელ სკრის ყოფილი ბაგა-ბაღის შენობა), თითოეულ კოტეჯზე (ოჯახზე), სადაც ფაქტობრივად ცხოვრობდნენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ერედვის მუნიციპალიტეტში და არ აქვთ ბუნებრივი აირით გათბობა, დაფინანსებას მიიღებენ 250 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახისდო კუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. დ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; ე) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, ოჯახის შემადგენლობის შესახებ; ვ) საჭიროების შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ივლისის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 10.07.2015წ. ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №22 - ვებგვერდი, 07.08.2015წ.
|
მუხლი 4.
ამოღებულია. |
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 იანვრის დადგენილება N8 - ვებგვერდი, 28.01.2015წ.
|
მუხლი 5.
ამოღებულია. |
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 მარტის დადგენილება N11 - ვებგვერდი, 10.03.2015წ.
|
მუხლი 6.
80 და მეტი წლის ასაკის მოხუცებულთა დახმარება |
1. ერთჯერად 200 ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში და შეუსრულდათ 80 და მეტი წელი.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 იანვრის დადგენილება N8 - ვებგვერდი, 28.01.2015წ. |
მუხლი 7.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა დახმარება |
1. ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით იძულებით გადაადგილებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში, ბიუჯეტიდან გაეწევათ სოციალური დახმარება.
2. ერედვის მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 იანვრის დადგენილება N8 - ვებგვერდი, 28.01.2015წ. |
მუხლი 8.
იმ პირთა დახმარება, რომლებიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროს გახდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონენი |
1. ერთჯერად 200 ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ის პირები, რომლებიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროს გახდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონენი და რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში.
2. ერედვის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ: ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე; ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) მოწმობის ასლი, რომელიც დაადასტურებს, რომ პირი გახდაშეზღუდული შესაძლებლობის მქონეტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროს; დ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 იანვრის დადგენილება N8 - ვებგვერდი, 28.01.2015წ. |
მუხლი 9.
(ამოღებულია). |
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 09.01.2015წ.
|
მუხლი 10.
(ამოღებულია).
|
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 09.01.2015წ.
|
მუხლი 11.
მარჩენალდაკარგულ (დედ-მამით ობოლ) პირთა დახმარება
|
1. იძულებით გადაადგილებულ ბავშვებს 0-დან 18 წლამდე, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში და არიან მარჩენალდაკარგული (დედ-მამით ობოლი) პირები, დახმარება გაეწევა ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით.
2. დედ-მამით ობოლი ბავშვის მეურვემ/მზრუნველმა ერედვის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლი პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს განყოფილებიდან ბავშვის მეურვის ან მზრუნველის ვინაობის შესახებ; დ) ბავშვის ან/და ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები; ე) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 იანვრის დადგენილება N8 - ვებგვერდი, 28.01.2015წ. ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 მაისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 19.05.2015წ.
მუხლი 111. გეგმური და ურგენტული ოპერაციების თანადაფინანსება 1. იმ მოქალაქეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში, ერთჯერადად ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაუფინანსდებათ სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებით გათვალისწინებული გეგმური და ურგენტული ოპერაციები. დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ მოქალაქის ფაქტობრივად გადახდილი თანხის სრული ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. 2. დახმარების მიმღები (პაციენტი) დაფინანსებას მიიღებს შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, და, ძმა, მეუღლე); ბ) განმცხადებლის პირადობის ასლი; გ) დახმარების მიმღების (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100) (ოპერაციის შემდგომ); ე) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების ( პაციენტის) 2008 წლის აგვისტოს ომამდე ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ; ვ) დახმარების მიმღების (პაციენტი) დევნილობის მოწმობის ასლი; ზ) ანგარიშსწორება ( მათ შორის, საბოლოო კალკულაცია); თ) მიმართვა (სოციალური მომსახურების სააგენტოდან) - ასეთის არსებობის შემთხვევაში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზე ან დახმარების მიმღების (განცხადების წარმომდგენის) პირად ანგარიშზე. ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 იანვრის დადგენილება N8 - ვებგვერდი, 28.01.2015წ. ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 მარტის დადგენილება N11 - ვებგვერდი, 10.03.2015წ. ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 08.04.2015წ. ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 მაისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 19.05.2015წ. ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 დეკებრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. მუხლი 112. დევნილთა ოჯახების დახმარება 1. ერთჯერადად ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევათ დევნილთა ოჯახებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში, სასურსათო კალათით (თითოეულ კალათში შევა: ერთი 50- კილოგრამიანი ტომარა ფქვილი, 10 ლიტრი ზეთი, 5 კილოგრამი შაქარი, 5 კილოგრამი ბრინჯი, 5 კილოგრამი მაკარონი). 2. დახმარება გაეწევათ სასურსათო კალათის ადგილზე მიტანით კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს, ხოლო არაკომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სურსათის დასაწყობებულ ადგილას. 3. ერთჯერადად ფინანსური დახმარება 100 ლარის ოდენობით გაეწევათ იმ დევნილ ოჯახებს, რომელთაც ვერ ისარგებლეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასურსათო კალათით. დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ; დ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 მარტის დადგენილება N11 - ვებგვერდი, 10.03.2015წ. ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 მაისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 19.05.2015წ. ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №30 - ვებგვერდი, 14.09.2015წ. მუხლი 113. ავადმყოფების სამედიცინო დახმარება 1. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად, არაუმეტეს 500 ლარის ფარგლებში ფინანსური დახმარება გაეწევათ ერედვის მუნიციპალიტეტიდან დევნილ იმ მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ დაავადების განსაკუთრებით რთული ფორმა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, და, ძმა, მეუღლე); ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) დახმარების მიმღების (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; დ)დახმარების მიმღების (პაციენტი) დევნილობის მოწმობის ასლი; ე) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების (პაციენტის) 2008 წლის აგვისტოს ომამდე ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ; ვ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა-N 100); ზ) წინასწარი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (კალკულაცია); თ)ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან; ი) მიმართვა (სოცილაური მომსახურების სააგენტოდან) - ასეთის არსებობის შემთხვევაში. 3. ჰორმონო თერაპიის დაფინანსების შემთხვევაში პირმა (პაციენტმა) დამატებით უნდა წარმოადგინოს რეცეპტი და გადახდის ქვითარი ან ანგარიშფაქტურა. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზე ან დახმარების მიმღების (განცხადების წარმომდგენის) პირად ანგარიშზე. ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 08.04.2015წ. ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 მაისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 19.05.2015წ. |
მუხლი 111.
ზამთრის სეზონისათვის კომუნალური გადასახადების დაფარვის მიზნით დახმარება |
1. ერთჯერადად, ზამთრის სეზონისათვის კომუნალური გადასახადების დავალიანების დასაფარად, 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით დახმარება გაეწევათ ქალაქ გორის ყოფილ ნარკოლოგიურის შენობაში ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ერედვის მუნიციპალიტეტში.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; დ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; ე) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ; ვ) საჭიროების შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 ოქტომრბრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 15.10.2015წ. |
თავი II
სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 მაისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 19.05.2015წ. |
მუხლი 12.
სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა
|
1. ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური
დახმარების გაცემის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური). 2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე. 3. ამ წესის 111 და 113 მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში, სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ დოკუმენტაციას, მასალებს სამსახური გადასცემს შემდგომი განხილვისათვის სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფს (შემდგომში – სამუშაო გჯუფი). 4. სამუშაო ჯგუფი შეისწავლის და განიხილავს წარდგენილ დოკუმენტაცის/მასალებს და გასცემს შესაბამის დასკვნას. ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 08.04.2015წ. ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 მაისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 19.05.2015წ. |
მუხლი 13.
სამუშაო ჯგუფის მიერ განცხადებების განხილვა |
1. სამუშაო ჯგუფი იქმნება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. სამუშაო ჯგუფს ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი.
2. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს და უძღვება მის სხდომებს. 3. სამუშაო ჯგუფის მდივანი პასუხისმგებელია ჯგუფის სხდომის ოქმის შედგენაზე და თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უძღვება სამუშაო ჯგუფის სხდომის მუშაობას. ამ შემთხვევაში მდივანი უფლებამოსილია სამუშაო ჯგუფის სხდომის მდივნობა დააკისროს ჯგუფის რომელიმე წევრს“.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 მაისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 19.05.2015წ. |
მუხლი 14.
სამუშაო ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღება |
1. სამუშაო ჯგუფი მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისდ.
2. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 08.04.2015წ. |
მუხლი 15.
სამუშაო ჯგუფის ოქმები და დასკვნები
|
1. სამუშაო ჯგუფის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი.
2. სამუშაო ჯგუფის მიერ განხილული ყოველი საკითხი აისახება სხდომის ოქმში. 3. სამუშაო ჯგუფის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით. 4. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი. 5. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიიღება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე სამუშაო ჯგუფის ყველა წევრები. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას. 6. სამუშაო ჯგუფის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს. ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 08.04.2015წ. |
მუხლი 16.
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
|
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 08.04.2015წ. |