|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის 1-ლი-მე-2 პუნქტის საფუძველზე ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს დამტკიცდეს ქურთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი: |
თავი I
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 იანვრის დადგენილება N1 - ვებგვერდი, 08.01.2015წ. ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 თებერვლის დადგენილება N3 - ვებგვერდი, 18.02.2015წ. ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 07.04.2015წ. ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მაისის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 07.05.2015წ. ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 07.10.2015წ. |
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, თანდართული რედაქციით:
ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 თებერვლის დადგენილება N3 - ვებგვერდი, 18.02.2015წ.
|
მუხლი 3.
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 2025,1 ათასი ლარის ოდენობით:
ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 თებერვლის დადგენილება N3 - ვებგვერდი, 18.02.2015წ.
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 1995.1 ათასი ლარის ოდენობით :
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 30.0 ათასი ლარის ოდენობით:
ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 იანვრ ის დადგენილება N1 - ვებგვერდი , 08.01.2015 წ . ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 თებერვლის დადგენილება N3 - ვებგვერდი, 18.02.2015წ.
მუხლი 51. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ნაშთი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ნაშთი 610.6 ათასი ლარით.
ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 იანვრ ის დადგენილება N1 - ვებგვერდი , 08.01.2015 წ . |
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 2635.7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 იანვრის დადგენილება N1 - ვებგვერდი, 08.01.2015წ. ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 თებერვლის დადგენილება N3 - ვებგვერდი, 18.02.2015წ. ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 07.04.2015წ. ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მაისის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 07.05.2015წ. ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 07.10.2015წ. |
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 3.7 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 3.7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ივლისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 09.07.2015წ. ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 07.10.2015წ. |
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია, თანდართული რედაქციით:
ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 თებერვლის დადგენილება N3 - ვებგვერდი, 18.02.2015წ. ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 იანვრ ის დადგენილება N1 - ვებგვერდი , 08.01.2015 წ . ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 07.04.2015წ. ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მაისის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 07.05.2015წ. ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ივლისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 09.07.2015წ. ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 07.10.2015წ.
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალიწინებელი გადასახდელების დაფინასების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 0,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების შესაბამისად.
ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 იანვრ ის დადგენილება N1 - ვებგვერდი , 08.01.2015 წ .
მუხლი 91. მუნიციპალიტეტის წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების და აღსრულების დაფინანსება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებისა და აღსრულების დასაფინანსებლად გამოყოფილ იქნეს 0,0 ათასი ლარი. ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 იანვრ ის დადგენილება N1 - ვებგვერდი , 08.01.2015 წ . ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 07.10.2015წ.
|
მუხლი 10.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 80,0 ათასი ლარი მიიმართოს ”სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” და ”სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის. |
მუხლი 11.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამირებისათვის გამოიყოს 661,8 ათასი ლარი . თანხის განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 07.04.2015წ. ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მაისის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 07.05.2015წ. ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 07.10.2015წ. |
თავი II
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 00)
საქართველოს სამხედრო საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ქურთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა მობილიზება და მათი გაწვევის პუნქტამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ქურთის მუნიციპალირერის ეკონომიური განვითარების აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება წარმოადგენს, აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მათავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, კერძოდ, დევნილი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. ა) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება: ა) გორის ვერხვების დევნილთა დასახლებაში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სასმელი წყლის უზრუნველყოფის მიზნით, კოდის დევნილთა დასახლებაში ჭაბურღილისა და წყალსადაწნეო კოშკის მოწყობა. წეროვანის დევნილთა დასახლებაში სანიაღვრე არხის მოწყობა და საუბნო გზის მოხრეშვა კარალეთის დევნილთა დასახლებაში. ბ) კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ბაზალეთის დევნილთა დასახლებაში გასართობი პარკის მოწყობა, გორის მუნიციპალიტეტის სკრის, შავშვების, ხურვალეთის ბერბუკის, თელიანის და მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვანის დევნილებისთვის კოტეჯებში დაზიანებულ იატაკების სარეაბილიტაციო სამუშაოები. სულ 36 (ოცდა თექვსმეტ) კოტეჯს. გ) განხორციელდება დევნილთა დასახლებებში საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია, ვერხვების დევნილთა დასახლებაში მოსაცდელის მოსყობა და სხვა კეთილმოწყობითი ღონისძიებები. ბ) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06.01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა კატეგორიის დევნილთა ერთჯერადი ფულადი დასახლების პროგრამის დაფინანსება. ზამთრის სეზონისათვის დევნილთა იმ დასახლებებში სადაც არ არის გაზიციფირება, მოხდება მათი შეშით უზრუნველყოფა. . საქაშთის დევნილთა საცხოვრებელი კოტეჯების დათბუნება მინა ბამბით. ასევე დევნილი მოსახლეობის სხვადასხვა საკვები პროდუქტით უზრუნველყოფა და სხვა სოციალური პროგრამების დაფინანსება. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია სკოლამდელი აღზრდის მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა, შესაბამისად მუნიციპალიტეტი განაგრძობს მათ სრულ დაფინანსებას , რაც საფუძველია სამომავლოდ ბავშვთა უკეთესი განვითარების. ა) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება (პროგრამული კოდი 04 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: ბაზალეთის დევნილთა დასახლებაში ალტერნატიული საბავშვო ბაღისა და კოდის საბავშო ბაღების დაფინასება. სკოლამდელი აღზრდის მრავალმხრივი განვითრების ხელშეწყობა, რაც წინაპირობაა ადამიანის სწორი აღზრდისა და განვითარების. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტი დააფინანსებს საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის ყველა საჭირო ხარჯებს. 3. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის დევნილი მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის და ინფრასტრუქტურული პროგრამების პარალელურად, აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, ქურთის მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. ა)სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ორი სპორტული სკოლის და 65-მდე სპორტსმენის ფინანსური მხარდაჭერა, რათა სპორტსმენებს ჰქონდეთ ვარჯიშისათვის შესაბამისი პირობები და სტიმული თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის. 2015 წლის პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია მათი, როგორც ქურთის მუნიციპალიტეტის ააიპ-ების სუბსიდირება. ა.ა)კრივისა და ჭიდაობის სასპორტო სკოლა (05 01 01)-სკოლაში ფუნქციონირებს ორი ჯგუფი. სკოლა ემსახურება 25 მოსწავლეს, სკოლა მონაწილეობას იღებს სხვადასხვა მაღალი დონის შეჯიბრებაში. ა.ბ) საფეხბურთო სკოლა „აჩაბეთი” (05 01 02)-, სკოლაში ფუნქციონირებს ორი ჯგუფი, სკოლა ემსახურება 40 მოსწავლეს. სკოლა გაწევრიანებულია ელიტ ჯგუფში, აქვს წარმატებები. ბ)კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით, პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიება. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება: ბ.ა) საგამომცემლო სახლი „ხეობის მაცნე” (05 02 04) გაზეთი „ხეობის მაცნე”, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ინფორამციებს, გაზეთი გამოდის ყოველთვიურად 900 ტირაჟით, უფასოდ ვრცელდება დევნილთა დასახლებებში. ბ.ბ) მუსიკალური სკოლა „ჰარმონია”(05 02 01).სკოლა ემსახურება 25 (ოცდა ხუთი) მოსწავლის მუსიკალური განთლების აღზრდას. სწავლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეებზე გაიცემა სწავლის დამადასტურებელი ატესტატი. გ) ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის ჩართვას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი ღონისძიებები:
ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ივლისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 09.07.2015წ. ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 07.10.2015წ. |
მუხლი 13.
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 იანვრ ის დადგენილება N1 - ვებგვერდი , 08.01.2015 წ . ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 თებერვლის დადგენილება N3 - ვებგვერდი, 18.02.2015წ. ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 07.04.2015წ. ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მაისის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 07.05.2015წ. ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ივლისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 09.07.2015წ. ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 07.10.2015წ.
|
თავი III
გარდამავალი დებულებანი |
| მუხლი 14 |
1. დადგენილება ძალაშია 2015 წლის 1 იანვრიდან.
2. დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქურთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 დეკემბრის №20 დადგენილება. |
|