,, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის „ 49- ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა / არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით , წარმოგიდგენთ დაბა ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2014 წლის ანგარიშს :
ა ) დაბა ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრში შემოვიდა 12 ( თორმეტი ) მოთხოვნა , საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე . საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე , რესურსცენტრში მოთხოვნა არ შემოსულა . ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული .
ბ ) დაკმაყოფილდა 12 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ .
გ ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე შემოსულია 12 მოთხოვნა . საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების , დამუშავების , შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა , პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ დაფიქსირებულა .
დ ) 2014 წლის საანგარიშო პერიოდში , ადიგნის საგანმანათლებლო რესურსცენტრში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა .
ე ) ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს , შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები .
ვ ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49- ე მუხლის ,, ზ ’’ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ , რომ ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა . რესურსცენტრის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა . აქედან გამომდინარე არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე .
აღნიშნულიდან გამომდინარე , ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრი წარმოგიდგენთ 2014 წლის წლიურ ანგარიშს ცხრილის სახით :
| ანგარიში | რაოდენობა |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე | 12 |
| საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა | 0 |
| საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება | 0 |
| საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა | 12 |
| პერსონალური მონაცემების შეგროვების , დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა | 0 |
| მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე | 0 |
| საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ | 0 |
| დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან , აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების , მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ | 0 |
ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის
უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
შორენა ჭიტაძე - ლობჯანიძე