საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (სსმ III, 31.08.2006 წ., 117, მუხლი 1581) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. ამ წესების მე-13 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ კვალიფიციურ საწარმოებზე გასაყიდი საბალანსო ელექტროენერგიის ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ფასის ფორმირებაში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ითვალისწინებს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის იმპორტის განხორციელების შედეგად (ელექტროენერგიის იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულებით გაყიდული ელექტროენერგიის გარდა) წარმოქმნილი საკურსო სხვაობის შემოსავალს ან/და ხარჯს, რომელიც საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირებაში მონაწილეობს იმ საანგარიშო პერიოდში, რომელშიც მოხდა სხვაობის ფაქტობრივად აღიარება.“.
|