ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
61
მიმღები ორგანო
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-12-23
გამოქვეყნების თარიღი
2015-12-25
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.117.016239
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
(ძალადაკარგულია - 25.12.2015, №37)

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №61

2014 წლის 23 დეკემბერი

ქ. ამბროლაური

 

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3  და მე-4 პუნქტების, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ნოემბრის N52 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 20/11/2014; სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016230).
მუხლი 3
დადგენილება  ძალაში შევიდეს  2015 წლის 1 იანვრიდან. 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეერასტი მეტრეველი



დანართი №1
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე პროგრამა წარმოადგენს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (არანაკლებ ექვსი თვისა)  მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებისათვის საჭირო ღირებულების ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების პროგრამას.

2. პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას, კვალიფიციური და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურებით.


მუხლი 2. სამედიცინო მომსახურების სახეები
მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შეიძლება დაფინანსდეს შემდეგი სამედიცინო მომსახურების სახეები:

ა) მწვავე გადაუდებელი და გეგმიური ოპერაცია (გეგმიური ოპერაცია: 0-18 წლამდე ასაკის მოზარდები;  სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარები);

ბ) ონკოლოგიური/სიმსივნური (ოპერაცია; ქიმიოთერაპია; სხივური თერაპია; ჰორმონოთერაპია; მედიკამენტური მკურნალობა);

გ) დიალიზი;

დ) კორონაროგრაფია;

ე) კომპიუტერული ტომოგრაფია;

ვ) ღვიძლის ციროზი, მძიმე ფორმა ასციტი.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მარტის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 09.03.2015წ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №23 - ვებგვერდი, 19.08.2015წ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.


მუხლი 3. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება
სამედიცინო მომსახურებისათვის საყოველთაო და სხვა სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების მოსარგებლის გადასახდელი ნაწილი დაფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, წლიური ლიმიტი არაუმეტეს 2 000 (ორი ათასი) ლარისა (გარდა დიალიზი, კომპიუტერული ტომოგრაფია და ღვიძლის ციროზი, მძიმე ფორმა ასციტი).

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №23 - ვებგვერდი, 19.08.2015წ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.


მუხლი 4. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარსადგენი დოკუმენტაცია
1. მოქალაქემ/წარმომადგენელმა პროგრამის მეორე მუხლის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაღვრული სამედიცინო მომსახურების  დაფინანსების მიზნით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №100);

დ) სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი) სამედიცინო დაწესებულებიდან;

ე) ცნობა/მიმართვა სოციალური მომსახურების ცენტრიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების არარსებობის ან ნაწილობრივი დაფინანსების არსებობისა და ოდენობის შესახებ;

ვ) გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ინფორმაცია პირის მუდმივად ცხოვრების შესახებ.

2. მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მწვავე გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დასაფინანსებლად, ბენეფიციარის სამედიცინო დიაგნოზში უფლებამოსილი პირის მიერ მითითებული უნდა იყოს „მწვავე გადაუდებელი“.

3. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გეგმური (100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარების შემთხვევაში) სამედიცინო მომსახურების დასაფინანსებლად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი ცნობა სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრიდან, რომ ბენეფიციარის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მარტის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 09.03.2015წ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №23 - ვებგვერდი, 19.08.2015წ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.


მუხლი 5. დიალიზის კომპონენტის მოსარგებლეთა დახმარება
1. პროგრამის მოსარგებლედ შეიძლება დარეგისტრირდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით დაენიშნა დიალიზის კომპონენტის სამედიცინო მომსახურება და მის ოჯახს არ გააჩნია საცხოვრისი იმ ქალაქში, სადაც სარგებლობს სახელმწიფო დაფინანსების პროგრამით „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია“.

2. მოსარგებლე ფინანსდება ყოველთვიურად და დახმარების მოცულობა განისაზღვრება თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ბინის ქირის ან/და ტრანსპორტირების ხარჯებისათვის.

3. დაფინანსების მიღების მიზნით დაინტერესებულმა მხარემ მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ)  ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №100);

დ) საბანკო ანგარიში;

ე) გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ინფორმაცია პირის მუდმივად ცხოვრების შესახებ.


მუხლი 51. კომპიუტერული ტომოგრაფია
1. ბენეფიციარს კომპიუტრეული ტომოგრაფია დაუფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა.
2. ბენეფიციარმა/წარმომადგენელმა დაფინანსების მიღების მიზნით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) კლინიკური სამკურნალო დაწესებულებიდან ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №100);
დ) კლინიკური სამკურნალო დაწესებულებიდან სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი);
ე) ცნობა/მიმართვა სოციალური მომსახურების ცენტრიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების არარსებობის ან ნაწილობრივი დაფინანსების არსებობისა და ოდენობის შესახებ;
ვ) გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ინფორმაცია პირის მუდმივად ცხოვრების შესახებ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №23 - ვებგვერდი, 19.08.2015წ.


მუხლი 52. ღვიძლის ციროზი, მძიმე ფორმა ასციტი
1. პროგრამით ისარგებლებს ბენეფიციარი, რომლის დიაგნოზია ღვიძლის ციროზი, მძიმე ფორმა ასციტი და ესაჭიროება მედიკამენტოზური მკურნალობა.
2. ბენეფიციარს მედიკამენტური მკურნალობა დაუფინანსდება არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა.
3. დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა 100);
დ) სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი;
ე) ცნობა/მიმართვა სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების არარსებობის ან ნაწილობრივი დაფინანსების არსებობისა და მისი ოდენობის შესახებ;
ვ) გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ინფორმაცია პირის მუდმივად ცხოვრების შესახებ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.


მუხლი 6. ფინანსური უზრუნველყოფა
პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან 93 900 (ოთხმოცდაცამეტი ათას ცხრაასი) ლარის ოდენობით.

მუხლი 7. პროგრამის ადმინისტრირება
1. სამედიცინო მომსახურების სოციალური დახმარების თაობაზე მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
2. ბრძანებას, ბენეფიციარისათვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანხის ანაზღაურების თაობაზე გამოსცემს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის  სოციალური  სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის შესაბამისად.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №23 - ვებგვერდი, 19.08.2015წ.



კრებსითი — სრული ვერსია