„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო’’-ს წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
19-80
მიმღები ორგანო
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-12-22
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-24
სარეგისტრაციო კოდი
040030000.35.101.016079
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო’’-ს წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19-80

2014 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო’’-ს წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ”  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო’’-ს წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-56 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 16/12/2014  სარეგისტრაციო კოდი: 040030000.35.101.016052) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფუძნების და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ”.

ბ) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაფუძნდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო და დამტკიცდეს მისი წესდება (დებულება) დანართის შესაბამისად.”;

გ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული  „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წესდების (დებულების)” მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კომპეტენციის ფარგლებში და დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების  უზრუნველსაყოფად, გამოიყენოს ცხოველთა და ქვეწარმავალთა ჰუმანური დაჭერის, ფიქსაციის, ტრანსპორტირებისა და დროებითი განთავსების მიზნით აუცილებელი ტექნიკური საშუალებები, სათანადო ხელსაწყოები, სპეციალური აღჭურვილობა და ეკიპირება (ცხოველის დამჭერი (დასაფიქსირებელი) ლასო, სპეციალური ხელთათმანები,  დამჭერის სპეციალური აღჭურვილობა, კატის დამჭერი სპეციალური მაშა, ბადე, სპეციალური შპრიცსასროლი მოწყობილობა, სხვადასხვა მედიკამენტი და სხვა;”.

2. დადგენილება ძალაშია 2015 წლის 1 იანვრიდან. 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია