,,ქურთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 11 აგვისტოს №13 დადგენილებით (სსმ, 15, 24/08/2010; 010260020.35.146.000401) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები:
„რ) შესყიდვების გეგმით განსაზღვრული ელექტრონული შესყიდვების განხორციელებას მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად“;
„ს) ელექტრონული შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მომზადებას“.
|