|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის №43 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 07/11/2014 010250020.35.160.016253) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 61-მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების და „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილების შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“ ბ. დადგენილების დანართის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „2. კომისიის თავმჯდომარეს განკარგულებით ნიშნავს მუნიციპალიტეტის საკრებულო. საკრებულო უფლებამოსილია, კომისიის თავმჯდომარედ, როგორც წესი, დანიშნოს მერი ან მისი მოადგილე.” გ. დადგენილების დანართის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „4. კომისიის წევრები ვალდებულნი არიან, გასაუბრების შედეგების შესაფასებლად გამოიყენონ დანართ №3-ში მოცემული შეფასების ფორმა.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|