„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 25 თებერვლის №59 ბრძანებაში (სსმ III, 2009 წელი, №22, მუხ. 284) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევებში ახორციელებს სასწავლო ცენტრის თანამშრომელთათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შრომის ანაზღაურებაზე დანამატის დაწესებას.“.
|