სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის 2014 წლის ანგარიში

დოკუმენტის ტიპი
საჯარო დაწესებულების ანგარიში
დოკუმენტის ნომერი
4756
მიმღები ორგანო
სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი
მიღების თარიღი
2014-12-11
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-18
სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის 2014 წლის ანგარიში

სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის 2014 წლის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნების მიზნით გიგზავნით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტში ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ.

2014 წლის განმავლობაში საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებულ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 5 განცხადება. აქედან დაკმაყოფილდა 4 განცხადება, ხოლო ერთ განმცხადებელს გაეგზავნა პასუხი.

მოთხოვნილი ინფორმაცია განმცხადებლებმა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადაში მიიღეს.

ყველა განცხადებაზე პასუხი მოამზადა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა საქმისწარმოებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა მაია ჯვარშეიშვილმა.

2014 წელს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისთვის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს დისციპლინური სახდელი არ დასდებია.

თავმჯდომარე: დიმიტრი გეგელია

კრებსითი — სრული ვერსია